ფსიქიატრიული კლინიკების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სასაუბროდ სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ.
ფსიქიატრიული კლინიკების წარმომადგენელთა ნაწილი დაფინანსების ახალ წესს არ ეთანხმება და დაფინანსების გაზრდას ითხოვს.
საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ სახალხო დამცველსა და შეხვედრის სხვა მონაწილეებს განუმარტა, რომ საბიუჯეტო რესურსების ეფექტურად ხარჯვის მიზნით განხორციელდა სტაციონარული მომსახურების კომპონენტის მექანიზმის ცვლილება , კერძოდ დაფინანსების ვაუჩერული მექანიზმი ქრონიკული შემთხვევბისთვის შეიცვალა გლობალური დაფინანსების პრონციპით, ამასთან გაიზარდა საწოლ-დღის ღირებულება ქრონიკული შემთხვევისთვის.
მწვავე შემთხვევების ვაუჩერის ღირებულება შემცირდა სერვისის მომწოდებლების მიერ 2016 წელს დაფიქსირებული ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად. დაფინანსების მექანიზმი ცვლილებება არ ნიშნავს სერვისის მოცულობის ცვლილებას. ბენეფიციარებს იგივე სერვისი მიეწოდებათ შეუფერხებლად.
ზაზა სოფრომაძისვე განმარტებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლემწიფო პროგრამის არცერთ ბენეფიციარს ცვლილებების გამო მომსახურების მიღებისას პრობლემა არ შექმნია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცენტი სათემო სერვისების განვითარებაზე გააკეთეს. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კი დარგის სპეციალისტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე შეთანხმდენენ, რომ სახალხო დამცველის ინიციატივით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დაინტერესებული მხარეები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელებენ და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
Public Defender of Georgia