ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნევროლოგიურ კაბინეტს ყველაზე ხშირად ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შაკიკი და რევმატიზმი აწუხებთ.
თუ კი ეს ან სხვა ნევროლოგიური დაავადებები გაწუხებთ, დროა ნევროლოგთან ვიზიტი დაგეგმოთ.
ნევროლოგიური დაავადებების ჯგუფს თავისა და ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები მიეკუთვნება. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმ-ნევროლოგის, ნინო ფილიას თქმით, გაზაფხულზე, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, განსაკუთრებით ხშირად რადიკულიტი მწვავდება.
„როდესაც სწრაფად დგება სითბო და სითბო-სიცივის რეჟიმი ერღვევა ადამიანს, ხშირია რადიკულიტის გამწვავების შემთხვევები,” – ამბობს ნინო ფილია.
ნევროლოგიურ კაბინეტს ხშირად მიმართავენ ის პაციენტებიც, რომელთაც შაკიკი აწუხებთ. დაავადება, რომელსაც მწვავე, განმეორებადი და პულსირებადი ტკივილი ახასიათებს, ქრონიკულია, თუმცა ნევროლოგი ამბობს, რომ მისი მართვა სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია:
„შაკიკი არის დაავადება, რომელიც ხშირად გხვდება. მის მკურნალობაში ორი მიმართულებაა:
პირველი – არის შეტევის მოხსნა. არის რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, მაგალითად, როდის უნდა მიიღოს გამაყუჩებელი, ტკივილის დასაწყისშივე, თუ მოთმენის შემდეგ – ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეტევის მოხსნის ეფექტურობისთვის. ზოგჯერ პაციენტები ტკივილს ითმენენ, თუმცა შაკიკი არის დაავადება, რომელიც სწრაფად მოითხოვს ტკივილის მოხსნას.
მეორე მიმართულებაა პროფილაქტიკური მკურნალობა, რათა შემცირდეს შეტევების რაოდენობა, სიხშირე, სიმძაფრე – მკურნალობას წყვეტს მხოლოდ ექიმი, ამას პაციენტი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, ისევე როგორც ვერ შეარჩევს მისთვის საჭირო მედიკამენტს. ზოგადად, შაკიკი ქრონიკული დაავადებაა და მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ ხანგრძლივი რემისიის მიღწევა რეალისტურია, შეიძლება დაავადების კონტროლი,“ – ამბობს ნინო ფილია.
ექიმის განმარტებით, შაკიკი შეიძლება გაამწვავოს სტრესულმა სიტუაციამ, დიეტის დარღვევამ და ასე შემდეგ.
როგორ ხდება ნევროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა? ნინო ფილიას თქმით, მთავარი რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას უკავშირდება: „მეტი დრო სუფთა ჰაერზე, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი საკვები სწორ დროს და შესაბამისი ულუფით – ეს არის ნევროლოგიური დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა,“ – ამბობს ნევროლოგი.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნევროლოგიური კაბინეტი ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობს. არ გადადოთ ვიზიტი ნევროლოგთან! ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში და მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნევროლოგიური მიმართულება გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ დახმარებას შემდეგი პათოლოგიების დროს:
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა [ინსულტი]
თავის ტკივილი [შაკიკი, დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი და სხვა]
ვესტიბულური დარღვევები [თავბრუხვევა]
ძილის დარღვევები
პარკინსონის დაავადება, პარკინსონიზმი და სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევები
ეპილეფსია
ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები
ქალა ტვინის ტრავმები
თავის ტვინის სიმსივნური დაავადებები
ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები
ზურგის ტვინის ანთებითი და
დეგენერაციული დაავადებები
პოლინეიროპათიები
ნერვ-კუნთოვანი დაავადებები
მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის 14
ტელეფონი: +995 422 21 33 33
ელფოსტა: info@iuhb.ge