მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სექტემბერი ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნისგან გამოჯანმრთელებულთა ასოციაცია მოუწოდებს ყველას, მიიღონ მეტი ინფორმაცია ამ ტიპის სიმსივნის შესახებ.

სექტემბერი ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

სექტემბერი ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

ის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნისგან გამოჯანმრთელებულთა ასოციაციის მიერ 2000 წლიდან აღინიშნება და ამერიკის ჰოსპიტალების ასოციაციის კალენდარში ჯანდაცვის კუთხით დასამახსოვრებელი დღეების ნუსხაში ოფიციალურად მონიშნულია, როგორც ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე.

2000-დან 2003 წლამდე ამ ტიპის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სექტემბრის ერთი კვირა ეძღვნებოდა. 2003 წლიდან მოყოლებული კი სექტემბერი ოფიციალურად ეძღვნება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ThyCa-ს (ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნისგან გამოჯანმრთელებულთა ასოციაცია) მიერ წამოწყებულ ამ ინიციატივას მსოფლიოს მასშტაბით 56 ქვეყანა შეუერთდა.

ასოციაციის წევრები მოსახლოებას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისკენ მოუწოდებენ.

მათ ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.thyca.org/ ვკითხულობთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის საწყის ეტაპზე აღმოჩენა მკურნალიბას საკმაოდ მარტივს ხდის. თუმცა არსებობს სიმსივნის აგრესიული ფორმებიც, რაც დიაგნოზის დამარცხებას ართულებს.

ფარისებრი ჯირკვლი სიმსივნის რისკჯგუფში შედის ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი. დიაგნოსიტირებული ადამიანების თითქმის ნახევარი 50 წლამდე ასაკისაა, აქედნა სამ მეოთხედზე მეტი კი ქალია.

წინასწარი პროგნოზით 2016 წლის ბოლომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოზი 64 300 ადამიანს ექნება, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 3 %-ით აღემატება. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი შტატებში 1980 შემთხვევას შეადგენს, რაც 2015 წელთან შედარებით 1,5%-ით მეტია.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნისგან გამოჯანმრთელებულთა ასოციაცია მოუწოდებს ყველას, მიიღონ მეტი ინფორმაცია ამ ტიპის სიმსივნის შესახებ. პროფილაქტიკურ გამოკვლვლევებზე კი ექიმს კისრის არის შემოწმება სთხოვონ.

სიმსივნე  შეიძლება  “ჩაიზარდოს” ირგვლივ მდებარე  ორგანოებში  ან  დააწვეს  მათ და  გამოიწვიოს  მათი ფუნქციის  მოშლა. ეს შესაძლებელია  გამოვლინდეს  ხმის ჩახლეჩით,  ყლაპვის  გაძნელებით,  სახის მიდამოს შეშუპებით და სხვა ნიშნებით. 

ThyCa – ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნისგან გამოჯანმრთელებულთა ასოციაცია დაინტერესებულ ადამიანებს ფლაერებით, გრაფიკული სურათებით, ვიდეოებით და ფარისებრი ჯირკვლის ყველა ტიპის სიმსივნის შესახებ მსოფლიოს 8 ენაზე ნათარგმნი მასალებით ამარაგებს. ამასთან ასოციაციის ორგანიზებით ტარდება ვებინარები, წლიური კონფერენციები. გამოიცემა ყოველკვირეული ნიუსლეთერი. ასოციაცია ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შესახებ კვლევითი სამუშაოების ჩატარებაზე სპეციალურ გრანტებსაც გასცემს.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …