2016 წლის 3-4 ოქტომბერს, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება პრაქტიკული სემინარები: “საოკლუზიო რეაბილიტაციის გნათოლოგიური ასპექტები სტომატოლოგიაში” და “ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმვა”
სემინარებს წარუძღვება სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სტომატოლოგიისა და ორთოდონტიის კათედრების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გრანტ ტერ-პოღოსიანი.
3 ოქტომბერი
სემინარის გეგმა:
- საოკლუზიო დარღვევები: ნორმა თუ პათოლოგია.
 - საოკლუზიო დარღვევების ეტიოლოგია: გასაღები, რომელიც დაგეხმარებათ სწორად განკარგოთ მკურნალობის პრინციპები.
 - კლინიკური დახასიათება: რა კავშირი არსებობს ოკლუზიას, ყბა-კბილთა სისტემას, ხერხემალსა და სასუნთქ გზებს შორის.
 - ყბა-კბილთა სისტემის ექსპრეს დიაგნოსტიკა კლინიკო-ფუნქციური მდგომარეობის გამოსავლენად.
 - საოკლუზიო კბილთა მწკრივის სადიაგნოსტიკო მეთოდები ( კლინიკური, რენტგენოლოგიური, ინსტრუმენტული )
 - ოკლუზიის ძირითადი კონცეფციები.
 - არტიკულატორები და სახის დუგები.
 - ცენტრალური შეთანასოვნებისა და ცენტრალური ოკლუზიის გამოთვლის მეთოდები.
 - კომპოზიტური ან კერამიკული რესტავრაციების გრძელვადიანობა.
 - საოკლუზიო სპლინტების სახეები ( გამოყენების ჩვენებები, ფუნქციური კლასიფიკაცია, დამზადების მეთოდები, საოკლუზიო ზედაპირის გაფორმება, მოსალოდნელი შესაძლო გართულებები გამოყენებისას. )
 - ნეიროკუნთოვანი სტომატოლოგიის საფუძვლები.
 - კლინიკური შემთხვევების განხილვა, დისკუსია.
 
4 ოქტომბერი
ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმვა
- ორთოდონტიული მკურნალობის გეგმის ძირითადი ელემენტები.
 - ლონდონის სამეფო კლინიკის კბილთა მწკრივის სივრცითი ანალიზი.
 - ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმარება და ვიზუალიზაცია დოლფინის პროგრამის გამოყენებით.
 - კლინიკური შემთხვევების განხილვა, დისკუსია.
 
სემინარი ჩატარდება სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსში”
მის: თაბუკაშვილის 27, თბილისი
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: 2 309 711
ელ. ფოსტა: info@gsa.ge

Jandacva.ge