მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საზოგადოებრივი კვების ობიექტებში 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლისას გამოვლინდა 83 დარღვევა,მათგან 7 კრიტიკული შეუსაბამობა.ინპექტირება ხორციელდება ყველა ტიპის საწარმოში.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლისას 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის სახელმწიფო კონტროლს.

მათივე განმარტებით, ინპექტირება ხორციელდება ყველა ტიპის საწარმოში, სარეალიზაციო ობიექტში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკში. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მიმდინარე წელს 756 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.

”სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ხორციელდება სათანადო რეაგირება, მოქმედებს საჯარიმო სანქციები, დარღვევების შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს ეძლევათ რეკომენდაციები და მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადები”, – განმარტავენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე საზოგადოებრივი კვების 118 ობიექტში ჩაატარა გეგმური ინსპექტირება, არაგეგმური კონტროლი ჩატარდა 47 მათგანში. დოკუმენტურად შემოწმებულია 591 სწრაფი კვების ობიექტი, საცხობი, პურ-ფუნთუშეულის წარმოება. 

13131646_1016671468368748_5062235444297397601_o

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლისას გამოვლინდა 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა. არაკრიტიკული დარღვევების გამოსასწორებლად ბიზესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია და გონივრული ვადები, ხოლო კრიტიკულის გამო 7 მათგანს აეკრძალა სამეწარმეო საქმიანობა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …