მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია, მთავარია შედეგები მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული
საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია, მთავარია შედეგები მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული. მხოლოდ სამოქმედო გეგმის დასახვა შედეგს არ მოგვცებს.

საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია, მთავარია შედეგები მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული

სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა 25 იანვრიდან დაიწყო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ უკვე ამოქმედდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება.

კითხვარი, როგორც ინტერნეტით – ვებგვერდზე www.1505.ge, ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.

„ჩვენ არ გვჭირდება რეფორმა რეფორმისთვის. საზოგადოებამ უშუალო და აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც ეხება გადაწყვეტილებებს ჯანდაცვის სფეროში“, – ნათქვამია ონლაინ–გამოკითხვის ვებ–გვერდზე.

აღნიშნულთან ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება “თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანების” პრეზიდენტმა, გიორგი ფხალაძემ გამოთქვა.

“ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ყველაზე მნმიშვნელოვანია თუ ვინ ატარებს გამოკითხვას. თუ სამინისტროს დამოუკიდებელი ორგანიზაცია ჰყავს დაქირავებული და აღნიშნული ორგანიზაცია ატარებს გამოკითხვას, შეიძლება მივიღოთ სრულყოფილი შედეგები იმის შესახებ, თუ მართლაც რა აწუხებს ჯანდაცვის მხრივ მოსახლეობას.

ამჟამინდელი რეალობა გახლავთ, რომ მედიკამენტები თითქმის ყოველ კვირას ძვირდება, ასევე იზრდება ჯანდაცვის ხარჯები. ეს კი უარყოფითად აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ექიმთან ვიზიტის აუცილებლობა, რომ მიიღო წამლის ყიდვის უფლება (რეცეპტი) დამატებით ხარჯებს უკავშირდება. საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია, მთავარია შედეგები მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული. მხოლოდ სამოქმედო გეგმის დასახვა შედეგს არ მოგვცებს, მათ ხომ მთელი წლის სამოქმედო გეგმა გაწერილი აქვთ. აუცილებელია პრობლემაზე მყისიერი ქმედება“, – აღნიშნა გიორგი ფხალაძემ.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …