მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სასტუმრო რიქსოსში საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გასვლითი სხდომა გაიმართა
სასტუმრო რიქსოსში საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გასვლითი სხდომა გაიმართა.

სასტუმრო რიქსოსში საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გასვლითი სხდომა გაიმართა

 

სასტუმრო რიქსოსში  საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გასვლითი სხდომა გაიმართა. გაერთიანება 2015-2016 წლებში  გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

სხდომა გაერთიანების თავჯდომარემ ნიკოლოზ კინტრაიამ და გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ გახსნეს.

ანგარიშს გაერთიანების წევრ ორგანიზაციებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად დაესწრნენ.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიების ასოიციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის  გამგეობის წევრები: ირაკლი მარგველაშილი და გრიგოლ ფირცხალაიშვილი.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციაა და იგი 36 დარგობრივი ასოციაციითაა  წარმოდგენილი.

სხდომაზე  სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებთან ერთად  უწყვეტი პროფესიული განათლების დანერგვის, ქვეყანაში მედიკამენტების მოხმარების მაღალი მაჩვენებლის აღმოფხვრისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის სრულყოფის გზებზე იმსჯელეს.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …