მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საქართველოში სისხლის უანგარო დონორების დეფიციტია
ნატალია კვანტალიანის თქმით ამ დროისთვის სისხლის დეფიციტი ქვეყანაში არ არის, უბრალოდ. ნაკლებია უანგარო დონორების რიცხვი.

საქართველოში სისხლის უანგარო დონორების დეფიციტია

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სისხლის ღირებულება დაახლოებით 70%–ით შემცირდა.

სისხლის ცენტრალური ბანკის დამფუძნებლის ნატალია კვანტალიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სისხლის ცენტრალური ბანკი დაფუძნდა, ქვეყანაში სისხლის დეფიციტი მოიხსნა.

ნატალია კვანტალიანი ამბობს, რომ საავადმყოფოების 80 პროცენტს უკვე მისი ცენტრებისგან მიეწოდება სისხლი. 400 მილიგრამი სისხლის ფასი კი 35 ლარს შეადგენს, დაახლოებით ექვსი წლის წინ  მისი ღირებულება 120 ლარი იყო.

„ბაზარზე კონკურენცია დიდია, თუმცა, დაბალი ფასის დაწესებით ბაზარზე ტარიფები შევცვალე”-აცხადებს კვანტალიანი.

მისი თქმით, ამ დროისთვის სისხლის დეფიციტი ქვეყანაში არ არის, უბრალოდ. ნაკლებია უანგარო დონორების რიცხვი. მაგალითად, გასულ წელს სისხლის ბანკში 20 000 დონორამდე იყო, აქედან კი უანგარო დონორი მხოლოდ 1234 იყო. თვეში საშუალოდ სისხლის ბანკს 1200 დონორი აკითხავს.

ამ ეტაპზე ბაზარზე სისხლის 13 ბანკი მოქმედებს.

კვანტალიანის განცხადებით, დაახლოებით 1 თვეში, სამტრედიაში ექსპლოატაციაში შევა სისხლის გადასხმის ცენტრალური ბანკი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოემსახურება. ამჟამად კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსგან ლიცენზიის აღებას ელოდება. სრულად დასრულებულია შენობის რემონტი.

კვანტალიანის თქმით, ტერიტორიაზე აშენებულია ორი, 3 სართულიანი ფლიგელი, რომლის ერთ ნაწილში სისხლის ბანკი და მეორე ნაწილში სასტუმრო განთავსდება. მიმდინარე წლის აგვისტოდან იმავე ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსის განვითარება მოხდება. 

სამტრედიის სისხლის გადასხმის ბანკის პროექტზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

თბილისში ქავთარაძეზე სისხლის გადასხმის ცენტრი 2010 წლიდან ამოქმედდა. ამჟამად, თბილისში კვანტალიანის სახელობის 2 ბანკი მოქმედებს – ქავთარაძეზე და მეტრო 300 არაგველების მიმდებარე ტერიტორიაზე.

commersant.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …