მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საქართველოში შშმ პირთათვის “სკენარის” მეთოდით პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა
თბილისში რამდენიმე დღის წინ გახსნილ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრ "სკენარში“ ინოვაციური სამკურნალო აპარატის გამოყენებით, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია იქნება შესაძლებელი.

საქართველოში შშმ პირთათვის “სკენარის” მეთოდით პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

თბილისში რამდენიმე დღის წინ გახსნილ  სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრ “სკენარში“ ინოვაციური სამკურნალო აპარატის გამოყენებით, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია იქნება შესაძლებელი.

ცენტრში მკურნალობას პაციენტები სკენართერაპიით მეშვეობით გაივლიან, რომლის სრული კურსი ასევე მოიცავს, ვარჯიშებისა და სპეციალური მასაჟების გამოყენებით ბავშვთა ინსულტის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაციას, პოსტრავმული რეაბილიტაციას, ნევროლოგიური და სხვა დაავადებების მკურნალობას.

აღნიშნული მეთოდით  მკურნალობა კი, საქართველოში 2015 წლიდან დაინერგა. მკურნალობის ამ მეთოდს ათეული წლებია,  წარმატებით იყენებს მსოფლიოს 38 ქვეყანა, მათ შორის ინგლისი, აშშ, რუსეთი, ესპანეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და ა.შ.

“სკენარის” კლინიკას ბრიტანული ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს ევროპული სერტიფიკატი და დარეგისტრირებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც სამკურნალო აპარატი. სკენართერაპია ტექნიკურად  გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინერგა.

frontnews.eu

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …