მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საქართველოში მესამე და მომდევნო შვილების შობადობა გაიზარდა
2016 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 56 569. საქართველოში მესამე და მომდევნო შვილების შობადობა გაიზარდა.

საქართველოში მესამე და მომდევნო შვილების შობადობა გაიზარდა

2016 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 56 569 (28 887 ბიჭი და 27 682 გოგო), რაც წინა წელთან შედარებით 4,5 პროცენტით ნაკლებია.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება.

კერძოდ, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

წინა წელთან შედარებით 2016 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 38,8 პროცენტიდან 35,6 პროცენტამდე შემცირდა. 2016 წელს დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 25,0 წელი შეადგინა.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …