მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 74% აბორტის აკრძალვის მომხრეა – კვლევა
კაცების 48% აბორტის სრულად აკრძალვას ემხრობა. ქალების 40% კი ფიქრობს, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს გარდა სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული შემთხვევებისა.

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 74% აბორტის აკრძალვის მომხრეა – კვლევა

ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ აბორტი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს კანონით აკრძალული.

32%-თვის კი აბორტი მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებულ შემთხვევაშია მისაღები.

მის ლეგალურობას კი მხოლოდ 5 პროცენტი ემხრობა. რაც შეეხება განსხვავებებს რესპონდენტების სქესის მიხედვით, კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა კაცების 48 პროცენტი ფიქრობს, რომ აბორტი სრულიად უნდა აიკრძალოს. ქალების 40% კი ფიქრობს, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს გარდა სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული შემთხვევებისა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს.

ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …