27 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია” გაიმართება „საქართველოს სოლიდარობის ფონდის” სამწლიანი საქმიანობის შეჯამება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
„საქართველოს სოლიდარობის ფონდი” 2014 წლის ივნისში შეიქმნა. დაფუძნებიდან დღემდე „სოლიდარობის ფონდმა” უკვე დააფინანსა 400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, ისრაელის, იაპონიის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. „სოლიდარობის ფონდის” იდეის გარშემო გაერთიანებულია: 700-ზე მეტი საჯარო სამსახურის 60 000-ზე მეტი თანამშრომელი; 70 ორგანიზაცია, მათ შორის 56 კერძო კომპანია; 53 სტუდენტური თვითმმართველობა.