მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საქართველოს რკინიგზამ სისხლის დონორთა დღისადმი მიძღვნილ აქციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს რკინიგზამ სისხლის დონორთა დღისადმი მიძღვნილ აქციაში "თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ" მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს რკინიგზამ სისხლის დონორთა დღისადმი მიძღვნილ აქციაში მიიღო მონაწილეობა

“საქართველოს რკინიგზამ” სისხლის დონორთა დღისადმი მიძღვნილ აქციაში “თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ” მიიღო მონაწილეობა.

დონორთა კვირეულის ფარგლებში მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

“საქართველოს რკინიგზა” წელსაც შეუერთდა აღნიშნულ კვირეულს და ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტთან ერთად სისხლის უანგარო დონორთა აქციაში “თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ” ჩაერთო. აქციაში მონაწილე თითოეულ პირს უფასოდ ჩაუტარდება ფართო სპექტრის მაღალი ხარისხის გამოკვლევები და ჰემოგლობინის, საერთო სისხლის და ვირუსების ანალიზების შედეგები ჩაბარდება კონფიდენციალურად.

აქციაში მონაწილეებს ასევე ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.

ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ადმინისტრაციული მენეჯერის თამარ დოლაბერიძის განცხადებით, “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები პროექტში აქტიურად ჩაერთნენ, რაც მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს სხვა ორგანიზაციებისთვისაც.

“14 ივნისს აღინიშნება დონორთა საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით იმართება კვირეული, მასში ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაცია. “სსქართველოს რკინიგზა” დიდი სიამოვნებით შეუერთდა დონორთა საერთაშორისო კვირეულს და დღეს მიმდინარეობს აქცია “გაიღე სისხლის, გადაარჩინე სიცოცხლე”. საკმაოდ დიდი აქტივობაა საქართველოს რკინიგზაში. ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა ორგანიზაციებისთვისაც, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ 3 წამში, სტატისტიკის მიხედვით, ვიღაცას სჭირდება სისხლი”,- განაცხადა დოლაბერიძემ.

pia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …