მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო უნივერსიტეტში ტრენინგი – „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხები“ გაიმართა
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. დარგის აქტუალურობის გათვალისწინებით აღნიშნული ტრენინგი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ჩატარდება.

სამედიცინო უნივერსიტეტში ტრენინგი – „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხები“ გაიმართა

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მხარდაჭერითა და თანადგომით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  თსსუ-ის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და  უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ექიმთა გადამზადების ახალი პროგრამის – „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხების“ ტრეინინგი შედგა.

აღნიშნული პროგრამა  ყველა სპეციალობის სერტიფიცირებული ექიმის გადამზადებას ითვალისწინებს კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და ფარმაკოთერაპიაში. მისი  მიზანი სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური და უსაფრთხო გამოყენების საშუალებით, პაციენტზე ორიენტირებული, უვნებელი, ეფექტიანი მკურნალობის გზების განვითარებაა, რაც  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების თვალსაზრისით.

პროგრამას  თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ლუიზა გაბუნია ხელმძღვანელობს.

ტრენინგების დასასრულს  სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. დარგის აქტუალურობის გათვალისწინებით აღნიშნული  ტრენინგები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ჩატარდება.

epn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …