მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია „ჯანსაღი ცხოვრების წესი მეცნიერული მტკიცებულებები და საკამათო საკითხები“ გაიმართა
სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია „ჯანსაღი ცხოვრების წესი მეცნიერული მტკიცებულებები და საკამათო საკითხები“ გაიმართა

სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია „ჯანსაღი ცხოვრების წესი მეცნიერული მტკიცებულებები და საკამათო საკითხები“ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია – ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი მეცნიერული მტკიცებულებები და საკამათო საკითხები“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენცია თსსუ–ის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის ორგანიზებით უკვე მესამედ, „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში ტარდება.

ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

“ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები – ახალი გამოწვევები”- თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; “როგორ პასუხობს თანამედროვე მედიცინა – სტიმულატორების მოხმარების მზარდ ტენდენციას” – თსსუ-ის დოქტორანტი ნატო ასათიანი; “ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა მტკიცებითი მედიცინის ჭრილში”- თსსუ-ის დოქტორანტი თამარ გამყრელიძე;„გარემოს ხარისხობრივ მდგომარეობასთან ასოცირებული „დაავადებები და მათი პროფილაქტიკის პრინციპები“- თსსუ-ის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ კვერენჩხილაძე;

“ჯანმრთელობითი ქცევა და ჯანმრთელობითი განათლება ახალგაზრდებში” – თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის
პოლიტიკის და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე;

“ჯანსაღი კვება და კვებითი ქცევა” – კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა ზარნაძე; „სწორი ჰიდრატაციის მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისთვის”- თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი თამარ დალაქიშვილი. ხელმძღვანელი: სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია; „საკვებისმიერი მოშხამვები, ტოქსიკოინფექციები და ტოქსიკოზები“ – თსსუ-ის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ბელა ყურაშვილი;

„პაროდონტული მარკერების მიკრობიოლოგიური კვლევა ვექტორ-სისტემით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ“- თსსუ-ის სტომატოლოგიური ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტები: ხატია ხანჯალიაშვილი და ნანა თედოზაშვილი. ხელმძღვანელები: თსსუ–ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ივერიელი; თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამარ დიდბარიძე;

„სტრესის ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე“ – თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი ზურაბ პეტროსიანი. ხელმძღვანელები: თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნატალია პავლიაშვილი, თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი ნათია გამყრელიძე;

„გარემოს როლი სალმონელებით გამოწვეული ინფექციების განვითარებაში“
თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის V-VII სემესტრის სტუდენტები: ირაკლი ცხაკაია, ხატია ბრეკაშვილი. ხელმძღვანელი: თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი შორენა ხეცურიანი;

,,თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის მოსახლეობის მიერ თვითშეფასების შედეგები”- თსსუ-ის დოქტორანტი სალომე ბეზარაშვილი.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …