მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო უნივერსიტეტს ჰუმანიტარული ორგანიზაცია ACTS Georgia – ს დამაარსებელი ეწვია
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ACTS Georgia და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკვე ორი ათეული წელია თანამშრომლობს.

სამედიცინო უნივერსიტეტს ჰუმანიტარული ორგანიზაცია ACTS Georgia – ს დამაარსებელი ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ჰუმანიტარული ორგანიზაცია ACTS Georgia–ს დამაარსებელი ეწვია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მათ ეწვივნენ: საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ACTS Georgia-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი პატრიცია ბლერი, ACTS Georgia-ს ვიცე პრეზიდენტი გია წილოსანი, მცხეთა–მთიანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გურამ ამირიძე.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა. 

როგორც პატრიცია ბლერმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საიმედო პარტნიორია, ამიტომ მათ დიდი სურვილი აქვთ ურთიერთთანამშრომლობა სამომავლო პროექტებშიც გაგრძელდეს.

”პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მზადყოფნა გამოხატა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან პროცესში ჩაერთოს, მონაწილეობა მიიღოს იმ სამედიცინო პროექტების განხორციელებაში, რაც სასიკეთო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”, – აცხადებენ სამედიცინო უნივერსიტეტში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ACTS Georgia და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკვე ორი ათეული წელია თანამშრომლობს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …