მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

დანიაში, კოპენჰაგენში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე აბზიანიძე, ასისტენტ პროფესორი ეკა კვარაცხელია და დეპარტამენტის დოქტორანტი ქეთევან ქართველიშვილი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, „სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების“ წარდგენით და „ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების“ დაფინანსებით კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეათე სემესტრის სტუდენტმა კახა ბრეგვაძემ.

”კონფერენციაზე მათ წარადგინეს სამი პოსტერული მოხსენება, მონაწილეობა მიიღეს სემინარებში და ვორქშოფებში. გარდა ამისა, პროფესორი ელენე აბზიანიძე და ეკა კვარაცხელია მიწვეულები იყვნენ ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ-ს საზოგადოებების ყოველწლიურ დახურულ შეკრებაზე, სადაც წარადგინეს ანგარიში დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების საქმიანობის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ გენეტიკის სხვადასხვა დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები ევროპიდან და აშშ-დან”, – განმარტავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე განხილული იყო გენეტიკის და გენომიკის აქტუალური საკითხები, როგორიცაა პერსონალიზებული მედიცინა და კლინიკური ფარმაკოგენომიკა, ეპიგენეტიკა და გენების რეგულაცია, ნეიროგენეტიკის აქტუალური საკითხები, მკურნალობის ახალი სტრატეგიები, გენომიკის ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

ამასთან, სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ლუვენის უნივერსიტეტის (ბელგია) ასოცირებულ მკვლევარს, დავით ჩოკოშვილს. მათ ისაუბრეს დღეს არსებულ პრობლემებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …