მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო უნივერსიტეტი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის“ აქტიური მონაწილეა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის“ აქტიური მონაწილეა.

სამედიცინო უნივერსიტეტი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის“ აქტიური მონაწილეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის“ აქტიური მონაწილეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, „ექსპო-ჯორჯიაში“ დღეს „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“ გაიხსნება, რომელშიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მონაწილეობს.

ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დაესწროს გამოფენებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებას. ფესტივალის ერთკვირიან ღონისძიებებით დატვირთულ პროგრამაში ტრადიციულად აქტიურად მონაწილეობს საქართველოში სამედიცინო განათლების ლიდერი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა ფესტივალზე მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

17 სექტემბერს გაიმართება: სახელმძღვანელოების „ტომპსონი და ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ 2015 წლის მე–8 გამოცემის და „სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია და უნარ–ჩვევები“ პრეზენტაცია, სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქციის გამოფენას – „მცენარიდან პაციენტამდე“, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი წარმოადგენს საკუთარ თვალსაჩინოებებს – მულაჟებსა და სიმულატორებს.

20 სექტემბერს გაიმართება „ღია კარის დღე – ფარმაციის საოცარი გზა, ლექცია „უჯრედი და გენეტიკური პროგრამები“, ჩატარდება კონფერენცია „ტრადიციული მედიცინა“, ღია კარის დღე – „ სტუმრად ბიოლოგიის მუზეუმში“, ლექცია „რა საიდუმლოს გვიმხელენ მიცვალებულები“ (ვაჟა ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

21 სექტემბერს დაგეგმილია სკეჩები „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, ვორქშოფი – „ოჯახის აფთიაქი“, ლექცია – „ღირს თუ არა გავშიფროთ საკუთარი გენომი?“, ტრენინგი „ბიოსამედიცინო კვლევის პრაქტიკული საკითხები“, (ვაჟა ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

23 სექტემბერს ჩატარდება კონფერენცია „ჯანსაღი ცხოვრების წესი – მეცნიერული მტკიცებულებები და საკამათო საკითხები“; ასევე, კონფერენცია „ბიოტექნოლოგია და პერსონალიზებული მედიცინა: თანამედროვე მიდგომები და მიღწევები“ (ვაჟა ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …