მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა.

კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

“თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას შესთავაზებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი პოლიკლინიკის გახსნასთან დაკავშირებით 13, 14, 15 და 16 დეკემბერს ადგილობრივი მოსახლეობა სრულიად უფასოდ მიიღებს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ანგიოლოგის კონსულტაციებს, ასევე ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და ელექტროკარდიოგრამა.

მარნეულის პოლიკლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული და ადგილობრივ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ ახალგახსნილ პოლიკლინიკაში და სრული სამედიცინო მომსახურება 100 %-მდე დაფინანსებით მიიღონ.

gbc.ge

იხილეთ ასევე

აუტიზმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

აუტიზმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

ჩეხეთის კარიტასისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა …