“სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” ისანში ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ევექსიდან” აცნობეს, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება რაიონიდან გაუსვლელად მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.
”თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.
ამბულატორიულ ცენტრში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფასოდ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამბულატორიული ცენტრი ისანში, ქეთევან წამებულის 69-ში გაიხსნა.