მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » “სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” დიდუბეში ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა
დიდუბეში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება რაიონიდან გაუსვლელად მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

“სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” დიდუბეში ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ახალი ამბულატორიული ცენტრი ამჯერად დიდუბეში გახსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება რაიონიდან გაუსვლელად მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ახალგახსნილ ამბულატორიულ ცენტრი ასევე ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში.

 სამედიცინო დაწესებულებაში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციას.

ამბულატორიული ცენტრი დიდუბეში, აკ. წერეთლის გამზ. # 141 ა-ში მდებარეობს.

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …