მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო კორპორაცია ევექსის ამბულატორიულ ცენტრებში ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასო გახდა
”სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ამბულატორიულ ცენტრებში ნებისმიერ პაციენტს შეუძლია ჰყავდეს ოჯახის ექიმი, რომელიც მას უფასოდ გაუწევს სამედიცინო კონსულტაციას.

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ამბულატორიულ ცენტრებში ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასო გახდა

”სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ამბულატორიულ ცენტრებში ნებისმიერი ასაკის პაციენტს შეუძლია ჰყავდეს ოჯახის ექიმი, რომელიც მას უფასოდ გაუწევს სამედიცინო კონსულტაციას, შეაფასებს მის მდგომარეობას და სწორად გადაამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმი პაციენტისთვის სხვადასხვა კვლევის ჩატარებას და შედეგების ინტერპრეტირებას მოახდენს.

”ოჯახის ექიმი უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების გატარებას და დროულად ავლენს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს, რაც თანამედროვე მედიცინის უმთავრესი ამოცანაა და რის გამოც „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აქტიურად ავითარებს ამბულატორიული კლინიკების ქსელს”, -აცხადებენ ”სამედიცინო კორპორაცია ევექსში”.

კორპორაციამ მთაწმინდაზე თბილისის მასშტაბით მეოთხე ამბულატორიული ცენტრი გახსნა და უახლოეს მომავალში გეგმავს ისანში, დიდუბესა და საბურთალოზე რიგით მეორე დიდი ამბულატორიული ცენტრი გახსნას.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინფორმაციით, ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციები შესაძლებელია შემდეგ ამბულატორიულ ცენტრებში:

  • თბილისის ამბულატორიული ცენტრი მის: ვაჟა-ფშაველას გამზ.40;
  • გლდანის ამბულატორიული ცენტრი მის: გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ;
  • ვარკეთილის ამბულატორიული ცენტრი მის: თბილისი, ჯავახეთის ქ. 30;
  • მთაწმინდის ამბულატორიული ცენტრი მის: ვეკუას 3; ყოფ.პირიმზის შენობაში;
  • GP ნუცუბიძე მის: ნუცუბიძის ქ. 201;
  • GP შარტავა მის: ჟ.შარტავას ქ. 14;
  • GP გლდანი მის: გლდანის V მკ/რ, თელასის შენობის მომიჯნავედ;

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …