მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ თურქეთის “აჩიბადემის” ჰოსპიტალების ქსელთან პარტნიორობას იწყებს
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ თურქეთის “აჩიბადემის” ჰოსპიტალების ქსელთან პარტნიორობას იწყებს

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ თურქეთის “აჩიბადემის” ჰოსპიტალების ქსელთან პარტნიორობას იწყებს

დღეს, 11:00 სთ-ზე ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში, ქავთარაძის ქ.23-ში,   „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და თურქეთის „აჩიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სხვადასხვა დარგის თურქი ექიმები საქართველოში პერიოდულად ჩამოვლენ და ქართველ პაციენტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს შესთავაზებენ.  რთული სამედიცინო დიაგნოზების შემთხვევაში,  იმ პაციენტებს, რომლებიც ვერ შეძლებენ საქართველოში სათანადო სამედიცინო სერვისების მიღებას, „სამედიცინო კორპორაცია ევექსისგან“ შეთავაზებული ექნებათ თურქეთში მკურნალობის დაგეგმვა  შეღავათიან ფასად.

მემორანდუმის გაფორმების  შემდეგ „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ საქართველოში „აჩიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელის პირველი ოფიციალური პარტნიორი ხდება, ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ასევე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც   სამედიცინო კადრების გადამზადებას და ქართული ჯანდაცვის სერვისებზე ხარისხის ამაღლებას გულისხმობს. უახლოეს მომავალში ევექსის რამდენიმე კლინიკაში ფუნქციონირებას აჩიბადემის ჰოსპიტალების ქსელის მცირე წარმომადგენლობებიც დაიწყებს.

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …