”სამედიცინო კორპორაცია ევექსი” თბილისის მასშტაბით ამბულატორიული ქსელის გაფართოებას განაგრძობს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, ამჯერად კორპორაცია ახალი ამბულატორიულ ცენტრს მთაწმინდის რაიონში გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრულ სპექტრს შესთავაზებს.
მთაწმინდის ამბულატორიული ცენტრი ვეკუას ქ. #3-ში, ყოფილი პირიმზის შენობაში იფუნქციონირებს და 16 მაისს პირველ პაციენტებს მოემსახურება.