მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო დახმარების ცენტრი ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრებს უმასპინძლებს
პირველ, ივნისს, 15.00 საათზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრებიან.

სამედიცინო დახმარების ცენტრი ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრებს უმასპინძლებს

პირველ, ივნისს, 15.00 საათზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრებიან.

14-დან 17 წლამდე მოზარდები სასწავლო ცენტრში პირველად სარეანიმაციო ღონისძიებებს გაეცნობიან და მანეკენებზე თავად ეცდებიანგადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციების ჩატარებას.

ღონისძიების მიზანია მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ელემენტარული მანიპულაციების სწავლება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

ანალოგიური ღონისძიება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი უნარები ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროს კლასელებს გააცნეს.

pia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …