მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო ცენტრი ინოვა, 15-20 აგვისტოს ჩათვლით, პროფესორ რევაზ ბოჭორიშვილს უმასპინძლებს
სამედიცინო ცენტრს „ინოვას“ ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის CICE-ს დირექტორი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ეწვევა.

სამედიცინო ცენტრი ინოვა, 15-20 აგვისტოს ჩათვლით, პროფესორ რევაზ ბოჭორიშვილს უმასპინძლებს

15-20 აგვისტოს, სამედიცინო ცენტრს „ინოვას“ ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის CICE-ს დირექტორი, დ`ესტენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გინეკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი-კონსულტანტი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ეწვევა.

ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ კონსულტაციები პროფესორ რევაზ ბოჭორიშვილისაგან.

ვიზიტის დროს, ასევე, დაგეგმილია ოპერაციების ჩატარებაც. პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ოპერაციებს ჩაატარებს სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ ოპერაციული გინეკოლოგიის და გინეკოლოგიური ენდოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელ, პროფესორ ვადიმ ხატიაშვილთან ერთად. ოპერაციები ჩატარდება უახლესი მეთოდების გამოყენებით.

პროფ. რევაზ ბოჭორიშვილთან კონსულტაციაზე ჩაწერის მსურველები დაგვიკავშირდნენ: +995 32 2 232 232; პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებზე დაწყებულია! სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ მისამართი: თბილისი, სანდრო ეულის 7ა ტელ.: +995 32 2 232 232;

kvira.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …