მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელი ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს
სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე ჯანდაცვის სამინისტროსთან ცენტრის დახურვის გაპროტესტების მიზნით საპროტესტო აქციას გამართავს.

სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელი ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს

სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე ჯანდაცვის სამინისტროსთან ცენტრის დახურვის გაპროტესტების მიზნით საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც პროფესორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მისი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებდა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის, როგორც სახელმწიფო, ასევე გლობალური ფონდის პროგრამას.

”უკანასკნელ წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად ჩვენი ორგანიზაცია დამოუკიდებელი მიმწოდებლიდან გადააქციეს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქვეკონტრაქტორად, რომლის გამოცხადებული ტენდერების შემდეგაც გვეძლეოდა საშუალება გვეკეთებინა ჩვენი საქმე და დახმარების ხელი გაგვეწოდებინა ჩვენი პაციენტებისათვის. ჩვენი ორგანიზაციის მზარდი ავტორიტეტი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად გაკოტრების გზაზე მდგომი „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელობისთვის, რომელმაც გადაწყვიტა „ხელების გადაგრეხვის მეთოდით“ საკუთარი პრობლემების გადაჭრა, რის შედეგადაც მიიღო გადაწყვეტილება აღარ გააგრძელოს, ჩვენთან თანამშრომლობა და ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ამ სერვისის მიმწოდებელი, გააქროს მომსახურების არეალიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

სიხარულიძის თქმით, ცენტრის ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია კერძო კლინიკის საქმიანობის წინააღმდეგ, ემსახურება სერვისის მონოპოლიზაციას, შეგნებულ საბოტაჟს და სრულიად გაუმართლებელი, გაუაზრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯია.

”ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თავს უფლებას ვაძლევ გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი და პროტესტის გამოხატვის საშუალება ჩემი ორგანიზაციის, თანამშრომლებისა და პაციენტების, მათი კანონით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად”, – აღნიშნულია სიხარულიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ხვალ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ, აქციას გამართავს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …