მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა
სამედიცინო ცენტრი მედიქლაბჯორჯია 955-ე სამედიცინო დაწესებულებაა მსოფლიოში, რომლმაც წარმატებით გაიარა “Joint Commission International” (JIC)-ის აუდიტი,

სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა

სამედიცინო ცენტრი “მედიქლაბჯორჯია” 955-ე სამედიცინო დაწესებულებაა მსოფლიოში, რომლმაც წარმატებით გაიარა სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია “Joint Commission International” (JIC)-ის აუდიტი, რის შედეგადაც მას საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა.

“JIC”-ის აუდიტორთა ჯგუფის მიერ შეფასებულ იქნა სამედიცინო ცენტრის საქმიანობის სრული სპექტრი: პაციენტის უსაფრთხოება, ჯანმრთელობის შეფასებისა და მკურნალობის სქემები, მედიკამენტების მენეჯმენტი, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, ქირურგიული და საანესთეზიო სერვისები, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული სადიაგნოსტიკო სერვისები, საექთნო მოვლა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების დაცვა, სამედიცინო ჩანაწერების წარმოება და კომუნიკაცია, სამედიცინო პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია, შენობის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ოპერირება, კლინიკური მენეჯმენტის ეფექტურობა.

“მედიქლაბჯორჯია” პირველ კლინიკაა საქართველოში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტის კრიტერიუმებს.

“JCI”-ის აკრედიტაცია აღიარებულია ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში. დღეისათვის, მსოფლიოს 955 სამედიცინო დაწესებულებაა აკრედიტებული “JCI”-ის მიერ, რომელიც აშშ-ში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული და ყველაზე მსხვილი სააკრედიტაციო ორგანიზაცია “The Joint Commission”-ის შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს წარმოადგენს.

საერთაშორისო აკრედიტაციის, კონსულტაციების, პუბლიკაციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით “JCI” უზრუნველყოფს “The Joint Commission”-ის მისიის აღსრულებას გლობალურ დონეზე და მსოფლიოს 90 ქვეყანაში ეხმარება ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებს, სამინისტროებსა და სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებასა და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

კლინიკის “JCI” აკრედიტაცია განიხილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის დემონსტრირებისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების საუკეთესო საშუალებად.

bm.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …