თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის მიერ, მედიკამენტების კუთხით არსებული პოლიპრაგმაზიის შემთხვევების კვლევის შედეგები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.
კვლევის პირველი შედეგების შემდეგ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმებისათვის 4 რეკომენდაცია მიიღო:
1. – ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ ფორმა N IV- 100-ში მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.
2. – არაორიგინალი პრეპარატების მიღებისას რეკომენდაცია მიეცეს ექიმს , პრეპარატების გამოწერისას ყურადღება მიაქციონ მის ფასს, ვინაიდან მთელ რიგ შემთხვევაში, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ჯენერიული ანალოგი პრეპარატის ფასი ბევრად აღემატება ორიგინალის ფასს.
3. – მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადახედონ ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები.
4. – მოხდეს უწტვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა და მასში განსაკუთრებით გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაიაში.