მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მიზნით ექიმებისათვის სასწავლო პროგრამას იწყებს
ინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის სასწავლო პროგრამის მთავარი მიზანია სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური და უსაფრთხო გამოყენება.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მიზნით ექიმებისათვის სასწავლო პროგრამას იწყებს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, სამედიცინო უნივერსისტეტთან ერთად, უწყვეტი განათლების სისტემის ეგიდით, ექიმებისათვის „კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“ სასწავლო პროგრამას მაისის მეორე ნახევრიდან განახორციელებს.

გაერთიანებამ, ცოტა ხნის წინ მედიკამენტების კუთხით პოლიპრაგმაზიის შემთხვევების კვლევა დაასრულა, რის შემდეგ სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა შორის ზემოთაღნიშნული პროგრამის განხორციელებაც შედიოდა. ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის.

„კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“ სასწავლო პროგრამის მთავარი მიზანია სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური და უსაფრთხო გამოყენება, პაციენტზე ორიენტირებული უვნებელი, ეფექტიანი და რაციონალური მკურნალობის მიმართულებების განვითარება.

ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის თქმით, პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების გზაზე. მომავალში, სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების ანაზღაურების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი, მსგავსი პროგრამების უწყვეტად განხორციელება ხელს შეუწყობს მედიკამენტებზე დანახარჯების ოპტიმიზაციას. პროგრამა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც განხორციელდება.

commersant.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …