მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება იაშვილის კლინიკის პერსონალს სოლიდარობას უცხადებს
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეებს, არ გააკეთონ ექიმთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება იაშვილის კლინიკის პერსონალს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეებს, არ გააკეთონ ექიმთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები. 

“უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა. ექიმთა მიერ გაწეული სამედიცინო დახმარება კი უმრავლეს შემთხვევებში ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური რესურსების ადექვატურია და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით იმ პრობლემების შესახებ რაც არსებობს ამ სფეროში. გვერწმუნეთ, რომ ჩვენს სისტემაში მუდმივად  მიმდინარეობს მუშაობა სამედიცნო მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ  საზოგადოების მხრიდან ადექვატურად შეფასდება სამედიცინო პერსონალის თავდადება და მომავალში ქართულ სამედიცინო საზოგადოებას უფრო მეტი მხარდაჭერა და თანადგომა ექნება”,- აღნიშნულია საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადებაში.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …