საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მორიგი სხდომა გამართა, სადაც მთავარ საკითხად ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის პრობლემა განიხილეს.
გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლების მისაღწევად აუცილებელია უკვე არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში,ზოგიერთ დარგებში კი ლიცენზირების ახალი პირობების მიღებაც.
სხდომაზე ექიმთა სერთიფიცირების პროცესის გამკაცრებაზეც ისაუბრეს. რაც ერთ -ერთი წინაპირობა იქნება სამედიცინო დახმარების ხარისხის ასამაღლებლად. ამ პროცესში კი მთავარი როლი სწორედ დარგობრივმა პროფესიულმა ასოციაციებმა უნდა შეასრულოს .
სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის პრეზიდენტსაც მოუსმინეს, რომელმაც გაერთიანების წევრებს, მათი წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ექიმებთან მუშაობისა ეთიკის პრინციპები გააცნო. გაერთიანების წევრთა აზრით აუცილებელია, რომ ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები.