მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამეცნიერო-კვლევით ცენტრ რადიქსის რეგიონული კონფერენცია 2016
კონფერენცია რადიქსის პრეზიდენტმა ნინო გვასალიამ, იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან მორჩაძემ და პროფესორმა თენგიზ ლობჟანიძემ გახსნეს.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრ რადიქსის რეგიონული კონფერენცია 2016

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. ცენტრის რეგიონული გაძლიერების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და დღეისათვის საქართველოში რადიქსის 4 რეგიონული ორგანიზაცია ფუნქციონირებს.

პროგრამის მიზანია მედიცინის სფეროს ნოვაციების გავრცელება და რეგიონების წარმომადგენელი ექიმებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2016 წლის 2-3 აპრილს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები იმერეთსა და სამეგრელოში ჩატარდა.

12992378_863276027150889_1775786353_n

იმერეთში ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. კონფერენცია “რადიქსის” პრეზიდენტმა ნინო გვასალიამ, იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან მორჩაძემ და პროფესორმა თენგიზ ლობჟანიძემ გახსნეს.

კონფერენციაზე მოხსენებით “ანტიბიოტიკოთერაპია და ანტიბიოტიკორეზისტენტობა სტომატოლოგიაში” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი წარსდგა. “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტმა, გვანცა ტაბაღუამ ენდოდონტიურ პრაქტიკაში ანტიმიკრობული მოქმედების სპეციფიკის ალგორითმი წარმოადგინა.

სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის, ადმინისტრირების, დოკუმენტაციის წარმოებისა და სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა ინტერაქტიული სემინარი ჩაატარა.

პროფესორმა მამუკა გოგიბერიძემ კბილის აღდგენის მეთოდების შერჩევისას დენტალური იმპლანტაციის პრიორიტეტების განსაზღვრის მექანიზმი, ორთოდონტმა ლალი კოჭლაშვილმა კი ორთოდონტული კურნალობის მეთოდები, სიახლეები და თავისებურებები განიხილა.

კონფერენცია ბავშვთა ასაკში ენდოდონტიური მკურნალობის ბოლო გაიდლაინების შესახებ პროფესორ სოფიო სამხარაძის მოხსენებით დასრულდა.

სამეგრელოს რეგიონში კი მოწვეული იყო სპეციალური სპიკერი, ყბა-სახის ქირურგი გოჩა თავართქილაძე.

სამგრელოში კონფერენცია “რადიქსის” რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიხლაძემ გახსნა და მისასალმებელი სიტყვა ორგანიზაციის პრეზიდენტს, ნინო გვასალიას და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ თეონა ხოფენიას გადასცა. “ეს კონფერენცია არის სასიამოვნო საჩუქარი ჩემთვის” – აღნიშნა ქ-ნ-მა თეონამ.

კონფერენციები შემოდგომიდან სხვა რეგიონებში გაგრძელდება.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …