მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამცხე–ჯავახეთის ექიმებს შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები გააცნეს
20 მაისს ახალციხეში სამედიცნო კონფერენცია ჩატარდა. მედიკოსებს შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები გააცნეს. კონფერეცნიას რეგიონში მომუშავე ექიმები დაესწრნენ.

სამცხე–ჯავახეთის ექიმებს შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები გააცნეს

დღეს, 20 მაისს ახალციხეში სამედიცნო კონფერენცია ჩატარდა. მედიკოსებს შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები გააცნეს. კონფერეცნიას რეგიონში მომუშავე ექიმები დაესწრნენ. 

სამედიცინო კონფერენცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა, სადაც რეგიონის მედიკოსების წინაშე 8 მომხსენებელი წარსდგა

“ერთ–ერთი მომხსენებელი ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრიდან არის. აქაურ ექიმებს აინტერესებს რა ოპერაციები ტარდება გულზე აღნიშნულ ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციის ჩატარება, მსგავსი აქტივობით ექიმების ცოდნის დონე მაღლა იწევს“, – განაცხადა „საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ჟვანიამ.

სამედიცინო კონფერენციაში მონაწილოება ექვსმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ მიიღო, რომლის წარმომადგენლებმაც მედიკოსებს საინფორმაციო მასალები გადასცეს.

დღევანდელი კონფერენცია “საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის” და ახალციხელი ექიმის დალი ქოზაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სახის სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია 10 ივნისს, თბილისში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (აკად. ფ. თოდუას კლინიკაში) ჩატარდება. გზის და კონფერენციის ხარჯებს კლინიკის ადმინისტრაცია დაფარავს.

სამცხე–ჯავახეთის ექიმებს შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები გააცნეს

sknews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …