მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საერთაშორისო გამჭვირვალობა: მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ მედიკამენტების ფასი ძალიან გაიზარდა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა: მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ მედიკამენტების ფასი ძალიან გაიზარდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვაში, რომელიც “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) განახორციელა, მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2032 ადამიანმა მიიღო.

წამლების მოხმარებასთან დაკავშირებით, კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებები შემდეგია: 

მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ იმ მედიკამენტების ფასები, რისი ყიდვაც ყველაზე ხშირად უწევთ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ძალიან გაიზარდა, 35%-ის აზრით – ცოტათი გაიზარდა, 9%-ის აზრით – არ შეცვლილა, ხოლო 2%-ის აზრით – ცოტათი შემცირდა.

2014 წლის 1 სექტემბრიდან რეცეპტით შესაძენი წამლების არეალის გაფართოებას მოსახლეობის 51% უარყოფითად აფასებს, რაც 2015 წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით მცირდება, 9% – დადებითად, რაც 2015 წელთან შედარებით ასე 2 პროცენტული პუნქტით მცირდება. 39%-ის აზრით მათზე და მათ ოჯახზე რეცეპტით შესაძენი წამლების არეალის გაფართოებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რაც 2015 წელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით იზრდება.

ადამიანების 30%, ვინც კონკრეტულ აფთიაქში ყიდულობს მედიკამენტს, ამ აფთიაქს უპირატესობას ანიჭებს დაბალი ფასის გამო, 24% – ტერიტორიული სიახლოვის გამო, 14% – გათამაშებებში მონაწილეობის ან ბონუს ქულების დაგროვების შესაძლებლობის გამო, 11% – მედიკამენტების ხარისხის გამო, 11% – მომსახურების ხარისხის გამო, ხოლო 4%-ის აზრით მიზეზი ის არის, რომ მედიკამენტები, რისი შეძენაც სურს, მხოლოდ ამ კონკრეტულ აფთიაქშია.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …