მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საჩხერის სამედიცინო ცენტრი მორიგ უფასო კონსულტაციებს გამართავს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში, მორიგი აქციის ფარგლებში, 13 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე უფასო კონსულტაციებს გამართავენ თბილისიდან მოწვეული ექიმები.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი მორიგ უფასო კონსულტაციებს გამართავს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში, მორიგი აქციის ფარგლებში, 13 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე უფასო კონსულტაციებს გამართავენ თბილისიდან მოწვეული ექიმები – ნეიროქირურგი, უროლოგი და გულსისხლძარღვთა ქირურგი.

სამიზნე კონტინგენტისთვის, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის ბაზაზევე დაიგეგმება ოპერაციული მკურნალობა.

ნეიროქირურგი ბუბა შალამბერიძე, ადგილობრივ ექიმებთან (არჩილ ზაბახიძე, ოქროპირ სადუნიშვილი) ერთად, პაციენტებს გაუწევს უფასო კონსულტაციას დისკოგენური რადიკულოპათიების მიმართულებით.

შეირჩევა სამიზნე კონტინგენტი, რომელსაც სჭირდება პრობლემებს კორექტირება ქირურგიული ჩარევით. ჩატარდება შესაბამისი კვლევები (მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია) და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზევე დაიგეგმება ოპერაციული მკურნალობა.

თბილისიდან მოწვეული ექიმი, ადგილობრივ ექიმებთან (ვასილ ბერიძე, თემურ ჩაჩანიძე) ერთად, პაციენტებს გაუწევს უფასო კონსულტაციას, ჩატარდება შესაბამისი ორგანოს ექოსკოპიური კვლევები და შეირჩევა სამიზნე კონტინგენტი ოპერაციული მკურნალობისთვის (მათ შორის ლაპარასკოპიული მეთოდით), რაც კლინიკის ბაზაზევე დაიგეგმება.

გულსისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბესარიონ კვიცარიძე პაციენტებს ჩაუტარებს უფასო კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება დიაგნოსტიკური კვლევები (მათ შორის, ექოკარდიოსკოპია).

newposts.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …