13 ივლისს, 11 საათზე საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრის ფოიეში გაიმართება სისხლის დონაციის აქცია.
სისხლის გაღების მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სისხლის გაღების მსურველთა კრიტერიუმებია; მშობიარობიდან გასული უნდა იყოს 1 წელი, ლაქტაციის დასრულებიდან 3 თვე, ვირუსული ინფექციებიდან – 1 თვე, ქირურგიული ოპერაციიდან 1 წელი, ვაქცინაციიდან 1 თვე.
აქციის ორგანიზატორია საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის საჩხერის ფილიალი და მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლი ბანკი, მხარდამჭერი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა და კულტურის ცენტრი.