მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი გამწვანების აქციას გამართავს
9 აპრილის ბაღში „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი“ გამწვანების აქციას გამართავს სახელწოდებით, „დარგე ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო“.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი გამწვანების აქციას გამართავს

დღეს, 11:00 საათზე 9 აპრილის ბაღში „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი“ გამწვანების აქციას გამართავს სახელწოდებით, „დარგე ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო“.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება რევმატოიდული ართრიტის იშვიათი დაავადების შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზურნველყოფა.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე, მხარდამჭერებთან ერთად. კამპანიის საკომუნიკაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია „ჯეპრა“.

აქციაში მონაწილეობა თავისუფალია – ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს დარგოს ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო. აღნიშნული აქციით, პაციენტების სურვილია საზოგადოებას მიაწოდონ მნიშვნელოვანი გზავნილი “ყველაფერი ჩვენს ხელშია”.

შეგახსენებთ, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი დაფუძნდა წელს, 20 მაისს. კავშირის დაფუძნებით საქართველო შეუერთდა აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელმსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიკოსები დ აჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები, კავშირის მხარდამჭერებთან ერთად.

დასასრულს გამოქვეყნდა ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი – საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით.

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში.

რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომისუნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება დაა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემიადაა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული.

დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირი დაარსდა 2016 წელს.

კავშირის ძირითადი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში; სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის ზრუნვა; პერმანენტული ურთიერთობა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციასთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავადების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით. 

pia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …