მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” სოლიდარობის ფონდს უერთდება
"რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" სოლიდარობის ფონდს უერთდება. ხვალ მთავრობის ადმინისტარციის შენობაში შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრსა“ და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

“რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” სოლიდარობის ფონდს უერთდება

“რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” სოლიდარობის ფონდს უერთდება. ხვალ მთავრობის ადმინისტარციის შენობაში შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრსა“ და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

“რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის” ქსელში შემავალი 16 სამედიცინო დაწესებულება ხელს შეუწყობს სოლიდარობის ფონდისთვის თანხების მობილიზებას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობის დასაფინანსებლად.

მემორანდუმის ფარგლებში „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ორი მიმართულებით ითანამშრომლებს ფონდთან, ერთი მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებში შიდა სტანდარტით შემოსული თანხების ნაწილი გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში, და ასევე „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ს თანამშრომლები ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ ფონდში.

შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” დაარსდა 2013 წლის 18 სექტემბერს სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. ცენტრი მოიცავს 8 რეგიონს, მართავს 16 სამედიცინო დაწესებულებას საქართველოს 16 ქალაქში.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი კი 2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. დაარსებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 49 კერძო კომპანიის დამსახურებით, სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 8 874 375 ლარი იქნა მობილიზებული.

უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით სოლიდარობის ფონდმა თქვენი მხარდაჭერით სიმსივნით დაავადებული 355 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …