მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » რადიოლოგიური კვლევების თანამედროვე PACS – სისტემის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში
ბრიტანეთის საელჩოში ქართული კომპანია „ენ ჯი თი ჯგუფი“-ს (www.next-gt.com) ორგანიზებით გაიმართა PACS-სისტემის ბრიტანული ბრენდის, „Biotonics 3D“-ს პრეზენტაცია.

რადიოლოგიური კვლევების თანამედროვე PACS – სისტემის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში

ბრიტანეთის საელჩოში ქართული კომპანია „ენ ჯი თი ჯგუფი“-ს (www.next-gt.com) ორგანიზებით გაიმართა PACS-სისტემის ბრიტანული ბრენდის, „Biotonics 3D“-ს პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანელი დიპლომატები, საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმი რადიოლოგები.

PACSი – ეს არის თანამედროვე, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც იძლევა შეუზღუდავი მოცულობის რადიოლოგიური კვლევის გამოსახულების უსაფრთხო დაარქივების, მათზე მარტივი და სწრაფი წვდომის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი. გარდა არქივაციისა, სისტემას გააჩნია კოლაბორაციის მექანიზმები, რომელიც იძლევა სამედიცინო კვლევის შედეგების კონსილიუმის წესით განხილვისა და ანალიზის შესაძლებლობას. სისტემა ხელმისაწვდომია ვებ-ინტერფეისით, ნებისმიერი მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი…) საშუალებით და ინტერნეტის მინიმალური სისწრაფის პირობებში.

კომპანია „ენ ჯი თი ჯგუფ“-მა, რომელიც არის „Biotonics 3D“-ს წარმომადგენელი საქართველოში, წარმატებულად დანერგა აღნიშნული სისტემა „ავერსი“-ს კლინიკების ქსელში. როგორც „ავერსი“-ს რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი გახოკიძემ „ინტერპრესნიუსთან„ საუბრისას აღნიშნა, სისტემა ექიმს შესაძლებლობას აძლევს პაციენტის კვლევის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთოს, მიიღოს მაღალხარისხიანი გამოსახულება, მოახდინოს მისი დამუშავება, რაც ზრდის დიაგნოსტიკის ხარისხს. კლინიკაში სისტემა უკვე ერთი წელია მუშაობს და სატესტო პერიოდი ერთმნიშვნელოვნად წარმატებით დასრულდა.

„ეს არის დიდი სიახლე ჩვენს კლინიკაში. 24 საათის განმავლობაში პაციენტის მიმდინარე კვლევა ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია ცენტრალური ფილიალიდან, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან“, – განაცხადა ირაკლი გახოკიძემ.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა საქართველოს განვითარებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საელჩოს სრული მხარდაჭერის მზაობას გაუსვა ხაზი. მან ასევე მადლობა გადაუხადა „ენ ჯი თი ჯგუფი“-ს ხელმძღვანელებს ამ მხრივ ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის.

შპს ” ენ ჯი თი ჯგუფი ” მრავალპროფილური IT- კომპანიაა, რომელიც 2007 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და სთავაზობს მის კლიენტებს მომსახურებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებათა სრულყოფილ სპექტრს თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, მოდერნიზაციისა და შემდგომი მხარდაჭერისათვის.

„ენ ჯი თი ჯგუფი“ წარმოადგენს 30-მდე მულტინაციონალურ კომპანიას და დღესდღეობით ემსახურება როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებს, ასევე კერძო სექტორის კლიენტებს საბანკო, საცალო ვაჭრობის, საწარმოო და სამედიცინო სფეროდან.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …