მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ქვეყანაში მედიკამენტის ხარისხის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრეროგატივაა
ქვეყანაში ნებისმიერი გაყიდვაში არსებული მედიკამენტის ხარისხის უზრუნველყოფა მთლიანად სახელმწიფოს პრეროგატივაა და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს.

ქვეყანაში მედიკამენტის ხარისხის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრეროგატივაა

ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას აანონსებს, რამაც მედიკამენტების გაიაფებას უნდა შეუწყოს ხელი.

აღნიშნულ თემას კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელმძღვანელი გიორგი ძნელაძე გამოეხმაურა:

„მიმართულება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებით დაიწყო, ვფიქრობ მიზანმიმართული და აუცილებელია.  პრევენციისა და დაავადებების ნაადრევი გამოვლენის გარეშე გამართული ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს არცერთ ქვეყანაში.

ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრიორიტეტად მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს ასახელებს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა აქ მთავარი მაინც პრეპარატის ხარისხია. მკურნალობა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების გარეშე ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მით უმეტეს, დაბალი სოციალური ფენისთვის.“ 

ძნელაძე ჯანდაცვის სამინისტროს ერთ–ერთ გამოსავალს, რომელიც ჯენერიკებზე ორიენტაციის აღებას ითვალისწინებს მიაესალმება, თუმცა საფრთხეებსაც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება აუცილებელია:

„ყველას და მათ შორის, სოციალურად დაუცველ ფენას საქართველოში უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ღირსეული და ხარისხიანი მედიკამენტი, რომელიც ხელმისაწვდომი მათთვისაც უნდა იყოს. ხარისხიანი ჯენერიკები არანაკლებ ეფექტური და სანდოა.

რისთვის არსებობს წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტო? სწორედ ეს უწყება უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში ნებისმიერი გაყიდვაში არსებული წამლის ხარისხსა და სანდოობაზე, იქნება ეს ინდური, თურქული, ევოპული თუ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული წამალი. მედიკამენტის ხარისხის უზრუნველყოფა მთლიანად სახელმწიფოს პრეროგატივაა და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს.“

epn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …