მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ქვემო ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრები აშენდება
ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, ცენტრები ბოლნისში, წალკაში, მარნეულში, დმანისში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და მარნეულში აშენდება

ქვემო ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრები აშენდება

ქვემო ქართლის რეგიონში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრები აშენდება. ამის შესახებ დღეს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, სასწრაფო სამდიცინო დახმარების ცენტრები ბოლნისში, წალკაში, მარნეულში, დმანისში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და მარნეულში აშენდება. მშენებლობისთვის საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.

„სამინისტროებიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა ხდება. დღეს განვიხილეთ მუნიციპალიტეტებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის საკითხი. პროექტები საბჭომ მოიწონა და ცენტრების მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …