მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ქუთაისში,თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ინფექციური პროფილის დაავადებათა სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
ქუთაისში,თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ინფექციური პროფილის დაავადებათა სამედიცინო ცენტრი გაიხსნება.სამედიცინო დაწესებულება 68 საწოლზე იქნება გათვლილი.

ქუთაისში,თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ინფექციური პროფილის დაავადებათა სამედიცინო ცენტრი გაიხსნება

სამედიცინო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ 95%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ 200 000 ლარად შპს „ლჯ და კო – ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს“ საკუთრებაში გარკვეული პირობებით გადასცა.

სახელმწიფოს წინაშე ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ 18 თვის ვადაში მინიმუმ 2 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება 68 საწოლზე იქნება გათვლილი.

o

სამედიცინო ცენტრში განთავსდება:
•    არანაკლებ 18  საწოლზე გათვლილი ტუბერკულოზის და ფილტვის  განყოფილება;
•    არანაკლებ 6 საწოლიანი  კრიტიკული მდგომარეობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
•    არანაკლებ 6 ბოქსირებული ინტენსიური პალატა ბოქსის წინა ოთახებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობისათვის;
•    ვირუსული დაავადებების (მათ შორის ჰეპატიტების, შიდსისა და სხვა) მკურნალობისათვის არანაკლებ  20  საწოლზე გათვლილი განყოფილება;
•    ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის არანაკლებ 18   საწოლიანი განყოფილება;
•    მრავალპროფილური ამბულატორიული დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიოუსაფრთხოების მე – 2 დონის მრავალპროფილური ლაბორატორიით.
•    ასევე აშენდება დამხმარე მასალების და სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი.

kutaisitoday.com

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …