ქუთაისელებისთვის, დღეს ჰოსპიტალ “მედიქალსიტიში” პროფესორ გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა, უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაატარეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქუთაისის მერიიდან აცნობეს, კონსულტაციის ჩატარებამდე გოჩა ინგოროყვამ ქუთაისელი ექიმებისათვის კონფერენცია გამართა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ უფასო კონსულტაცია სხვადასხვა დარგის ექიმებთან.
აქციაზე ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც მივიდა.