მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ქუთაისის მერმა ღვაწლმოსილი მედიკოსები დააჯილდოვა
დღესვე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილი მედიკოსები დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

ქუთაისის მერმა ღვაწლმოსილი მედიკოსები დააჯილდოვა

დღეს, ბოტანიკურ ბაღში მედიკოსებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრა ქუთაისის მერიის ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ღონისძიებას ქუთაისში მოქმედი ყველა კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა.

დღესვე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილი მედიკოსები დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

მედიკოსების ღვაწლის შესახებ ისაუბრეს, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა: კობა ნარჩემაშვილმა, გენადი მარგველაშვილმა და დიმიტრი მხეიძემ.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …