მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ქუთაისის მერის ინიციატივით მედიკოსთა დღის აღნიშვნას ჩაეყრა საფუძველი
შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია , ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქუთაისის მერის ინიციატივით მედიკოსთა დღის აღნიშვნას ჩაეყრა საფუძველი

ქუთაისის მერიის ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში მედიკოსებთან შეხვედრა მოეწყო. რამდენიმე ათეული წელია მედიკოსთა დღე ქუთაისში არ აღნიშნულა.

შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია , ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მედიკოსებთან შეხვედრა წელს საბიუჯეტო ღონისძიებებში იყო გათვალისწინებული. საკრებულოს სხდომაზე გავა საკითხი, რომ ,,მედიკოსთა დღე“ ქუთაისში ყოველწლიურად ივლისის თვეში აღინიშნოს.

დღევანდელ ღონისძიებაზე მედიკოსებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს დეპუტატი ექიმები ზაზა ლომინაძე და თემურ ნადირაძე მიესალმნენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა სხვადასხვა ჟანრის სიმღერები შეასრულეს.

ნიგერიელმა სტუდენტმა ქართულად ვეფხისტყაოსნის რამდენიმე სტროფი წაიკითხა. ღონისძიების დასასრულ შოთა მურღულიამ და ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა მერაბ კვიცარიძემ ღვაწლმოსილი ექიმები სიგელებით დააჯილდოეს და სახსოვრად “ვეფხისტყაოსანი” გადასცეს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …