მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ქეთევან ხიდაშელი: ყველა პროექტის წარმატებას სჭირდება გარკვეული სახსრები
ხშირად,პროექტის წარმატების მიღწევა ძნელია, რადგან ყველა პროექტს სჭირდება გარკვეული სახსრები, რომლებიც ყოველთვის არ მოიძებნება - ქეთევან ხიდაშელი.

ქეთევან ხიდაშელი: ყველა პროექტის წარმატებას სჭირდება გარკვეული სახსრები

„გლობალ ალიანსმა“ და ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივი პროექტი წამოიწყეს „რა გაწუხებთ?“, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის გამოკითხვას და ჯანდაცვის სფეროში მათი საჭიროებებისა და პრობლემების გასაჯაროებას.  

აღნიშნულ ინიციატივას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“ თავმჯდომარე ქეთევან ხიდაშელი:

„რა გაწუხებთ?“ ძალიან კარგი ინიციატივაა. ჯანდაცვის სისტემაში ბევრი რამ კეთდება და ხანდახან ისეთიც, რაც მოსახლეობას მოგვარების ნაცვლად, პრობლემას უქმნის. მაგალითად, რეცეპტული სისტემის შემოღება იყო ძალიან კარგი, მაგრამ არაეფექტიანი გამოდგა. ამ სისტემის არსი ის იყო, რომ მოსახლეობა მისულიყო ექიმთან. თუმცა ეს მაინც ვერ მოხერხდა. ბიზნესი ყველანაირად მოერგო ამ სიტუაციას და რეცეპტებსაც უპრობლემოდ გასცემენ“, – განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა.

გარდა ამისა, ხიდაშელი მიიჩნევს, რომ გამოკითხვის შედეგებით დაგეგმილი პროექტები უფრო წარმატებული იქნება, თუმცა არ გამორიცხავს ფინანსების ფაქტორსაც:

„თუ კი სამინისტრო გაითვალისწინებს ადამიანების პრობლემებს, ამ პრობლემების მიხედვით დაგეგმილი პროგრამები წარმატებული იქნება. მაგრამ ხშირად, ამის მიღწევაც ძნელია, რადგან ყველა პროექტს სჭირდება გარკვეული სახსრები, რომლებიც ყოველთვის არ მოიძებნება. სიმართლე გითხრათ, მესმის ჯანდაცვის სამინისტროს მონდომების, მაგრამ ხშირად პროგრამის ეფექტიანობა არ არის მარტო გამოკითხვის შედეგებზე დამოკიდებული.

მე მაინც იმედით ვარ, თუმცა მაინც ვიტყვი მოსახლეობის განწყობის შესახებ, რომელიც ნამდვილად არ არის ოპტიმისტური, ვგულისხმობ უნდობლობას ყველაფრის მიმართ“, – აღნიშნავს ქეთევან ხიდაშელი.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …