დიასპორის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის” ორგანიზებით, ქართველი ექიმები და უფლებამდაცველები იტალიის ქალაქ მანტოვაში მიემგზავრებიან, სადაც ქართველ ემიგრანტებს ერთი კვირის განმავლობაში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ.
ასევე დიასპორის დღესთან დაკავშირებით, ცენტრის ორგანიზებით, დიასპორული ორგანიზცია “ოქროს საწმისი” გაიხსნება.
,,ერთი კვირის განმავლობაში ქართველ ექიმები სამედიცინო კონსულტაციას გავუწევთ ჩვენს მოქალაქეებს . გავხსნით დიასპორულ ორგანიზაციას, სადაც იტალიაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს გავუწევთ კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხებში. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაგდა ბაგრატიანმა.