თბილისი (GBC) – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) შვილობილმა “ევექსმა” და ევროპული განვითარების ფინანსურმა ინსტიტუტმა Société de Promotion et de Participation pour la Coopération Economique-მ (Proparco) $25 მილიონის საკრედიტო შეთანხმება გააფორმეს.
სესხის ვადა 8 წელია, ის „ევექსს“ განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც ქვეყნის მასშტაბით, ამბულატორიული ქსელისა ახალი კლინიკების განვითარებას გულისხმობს.
“ახალი დაფინანსება დაგვეხმარება შევქმნათ გრძელვადიანი, ნაკლებად ძვირიანი საფინანსო პროფილი. აღნიშული დაფინანსება, “ევექსს” დაეხმარება გაიზიაროს Proparco-ს გამოცდილება ჯანდაცვის სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში. ასევე დაგვეხმარება “დეკას” და „სანსთოუნის“ კლინიკების რენოვაციაში, ამბულატორიული კლინიკების გახსნასა და არსებულ დაწესებულებებში ჯანდაცვის სერვისების გაფართოებაში”, – აცხადებს GHG-ს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძემ.