მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » პრემიერმა ღუდუშაურის კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი მოინახულა
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი უპრეცედენტო, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა.

პრემიერმა ღუდუშაურის კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი მოინახულა

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი უპრეცედენტო, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალშობილთა მოდერნიზებული, 100-საწოლიანი განყოფილება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა.

კლინიკის დამფუძნებლის, ელგუჯა გოცირიძის ინფორმაციით, ნეონატოლოგიური ცენტრის მოდერნიზებაში სოლიდური ინვესტიცია განხორციელდა. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კლინიკაში არაერთი ახალი მიმართულების განვითარებას შეუწყო ხელი.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ ცენტრში, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე და ექსტრემალურად მცირე წონის ახალშობილები განთავსდებიან.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …